სემინარი იმერეთში

06 დეკემბერი 2016 რეგიონები: იმერეთი
"ცხოველთა ჯამრთელობის დაცვის" პროქტის ფარგლებში სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარზე ყურადღება მსხვილფეხა და შინაურ ცხოველებში გავრცელებულ დაავადებებზე გამახვილდა. შეხვედრა იმერეთის ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. 
 
"ცხოველთა ჯამრთელობის დაცვის" პროქტი ჩეხური არასამთვარობო ორგანიზაციის პინის მიერ პროექტის „საქართველოში აგრობიზნესიის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება და ხელშეწყობა" ფარგლებში დაფინანსდა. შედეგად ორგანიზაციამ გრანტის სახით 8900 ლარი მიიღო.  პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში  სხვადსხვა სახის საინფორმაციო აქციები მოეწყო, ხოლო ფერმერებს სეზონური დამუშავების წამლები და საკვები დანამატები  გადაეცათ.

გაზიარება