ევროკავშირის მხარდაჭერით იმერეთში ვეტერინარული სერვის ცენტრები გაიხსნა

29 დეკემბერი 2017 რეგიონები: იმერეთი

ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში მცირე ვეტერინარული ცენტრები გაიხსნა, სადაც ფერმერები მიიღებენ თანამედროვე და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. სერვის ცენტრები მოეწყო იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ზესტაფონში, წყალტუბოსა და ხონში. ცენტრები უზრუნველყოფს ფერმერებს შემდეგი სახის მომსახურებით: დაავადებების პრევენცია, ანტიპარაზიტული ვაქცინაცია, პირუტყვის მკურნალობა, ქირურგიული ოპერაციები, კასტრაცია, სტერილიზაცია და ხელოვნური განაყოფიერება.

აღნიშნული ვეტერინარიული მომსახურეობის ცენტრები, ტექნიკური და საოპერაციო თვალსაზრისით სრულ მზადყოფნაშია შეებრძოლოს იმერეთის რეგიონში ცხოველთა ყველაზე საშიშ ინფექციებსაც კი.


 

 

გაზიარება