იმერეთი

იმერეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია

ასოციაცია დაარსდა 2014 წელს რეგიონში მცხოვრები ცამეტი ვეტერინარი ექიმის მიერ, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.

იმერეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრები 12 მუნიციპალიტის კერძო პრაქტიკის მქონე ვეტერინარს.

ასოციაციის მიზანია რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ის ზრუნავს და ხელს უწყობს იმერეთის რეგიონში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლებითა და პროფესიული განვითარების გზით.  ასევე, უზრუნველყოფს რეგიონის ფერმერთა კონსულტირებას და სთავაზობს ფერმერის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ ვეტერინარულ მომსახურებებს.

ასოციაციის თავმჯდომარე: ზვიად ნატრიაშვილი, ვეტერინარი ექიმი. 

ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ქუთაისი, გოგემაშვილის ქ. 12

გამგეობის წევრები:

ზვიად ნატრიაშვილი - თავმჯდომარე

რატი მაღლაკელიძე - მოადგილე

სოფიკო გეგეშიძე 

კობა იოსელიანი

ნათია ასანიძე

ბიჭიკო ჩიტაიშვილი

 

ნინო ქვათელაძე

რამაზ ცქიფურიშვილი

მანანა სანადირაძე

ალექსანდრე გორგაძე

ნინო აგიაშვილი