ჩვენს შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD) გუნდმა დაიწყო კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ვეტერინარიის დარგში. პროგრამას ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ს კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (CSU). ინიციატივის განსახორციელებლად, შეირჩა და გადამზადდა ორასამდე კერძო პრაქტიკოსი ვეტერინარი. პროგრამის მონაწილე კერძო პრაქტიკოს ვეტერინართა ინიციატივით, ჩამოყალიბდა ვეტერინართა რეგიონული პროფესიული ასოციაციები და დაიწყო მუშაობა მათი ინსტიტუციური განვითარებისათვის.

ვეტერინართა პროფესიული ასოციაციების ჩამოყალიბება და განვითარება თავდაპირველად, საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი და კახეთი - დაიწყო, ხოლო მოგვიანებით, დაემატა აჭარის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიც

2010 წლიდან

ჩვენ ვემსახურებით კერძო ვეტერინარიის განვითარებას და ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას

 

 

ჩვენი მისიაა:

ქვეყანაში ვეტერინარული მომსახურების სრულყოფა 

ვეტერინარ ექიმთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება და მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფა

ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება

 

ჩვენი პარტნიორები: