ასოციაცია დაარსდა 2011 წელს რეგიონში მცხოვრები შვიდი ვეტერინარი ექიმის მიერ, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრები 9 მუნიციპალიტის კერძო პრაქტიკის მქონე ვეტერინარს.
ასოციაციის მიზანია რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ის ზრუნავს და ხელს უწყობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლებითა და პროფესიული განვითარების გზით. ასევე, უზრუნველყოფს რეგიონის ფერმერთა კონსულტირებას და სთავაზობს ფერმერის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ ვეტერინარულ მომსახურებებს.
ასოციაციის თავმჯდომარე: ბესიკ გოგოლი, ვეტერინარი ექიმი.
ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ზუგდიდი, მ. კოსტავას #5
გამგეობის წევრები:
ბესიკ გოგოლი - გამგეობის თავმჯდომარე
რობერტ ჭურღულია
როზა ჯალაღონია
ლალი აკობია
მადონა კვესელავა
ნატო დარსალია