კახეთი

კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია

ასოციაცია დაარსდა 2010 წელს რეგიონში მცხოვრები ათი ვეტერინარი ექიმის მიერ, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.

კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრები 8 მუნიციპალიტის კერძო პრაქტიკის მქონე ვეტერინარს.

ასოციაციის მიზანია რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამ მიზნით ის ზრუნავს და ხელს უწყობს კახეთის რეგიონში ვეტერინარიის დარგის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლებითა და პროფესიული განვითარების გზით.  ასევე, უზრუნველყოფს რეგიონის ფერმერთა კონსულტირებას და სთავაზობს ფერმერის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ ვეტერინარულ მომსახურებებს.

ასოციაციის თავმჯდომარე: აკაკი ელანიძე, ვეტერინარი ექიმი. 

ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი

გამგეობის წევრები:

აკაკი ელანიძე - თავმჯდომარე

 

სერგო სიმონიშვილი

ვაჟა ალადაშვილი

დიმიტრი გუგუტიშვილი

გიორგი გუგულაშვილი

ივანე ოტიაშვილი

მინდია გუშკაშვილი

მარიამ მატიაშვილი

ავთანდილ კაპანაძე