თბილისში, 2018 წლის 4 მაისს პირველი VRA-ს პლატფორმის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პლატფორმის წევრები: შიდა ქართლის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის და რაჭის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციებიდან. პლატფორმის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კერძო ვეტერინარები გურიიდან (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და მცხეთა-მთიანეთიდან (დუშეთის მუნიციპალიტეტი), წარმომადგენელი სოფლის განვითარების საერთაშორისო ასოციაციიდან, წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცე-ჯავახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციებიდან.
პლატფორმის შეხვედრა მოეწყო სკაიპ კონფერენციის საშუალებით. VRA-ს პლატფორმის წევრებმა რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს და მოახსენეს როგორც განხორციელებული ისე დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრა მიზნად ისახავდა პლატფორმის თავმჯდომარის და კოორდინატორის არჩევას. პლატფორმის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეული იქნა შიდა ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაიცის თავმჯდომარე ბნ. ზაქარია გინტური, ხოლო პლატფორმის კოორდინატორად არჩეულ იქნა GRDD/GIPA-ს წარმომადგენელი ქნ. ქეთევან რუხაძე. ამავე დროს პლატფორმის წევრებს ეცნობათ, რომ ბნ. ზაქარია გინტური დაესწრება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს 2018 წლის 15 მაისის შეხვედრას.
ცხოველთა ჯანმრთელობის (AH) დაცვის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების (VRA) პლატფორმა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ემსახურება კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის ხელშეწყობას რეგიონში ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში დაინტერესებულ მხარეებს შორის. ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმა ხელს შეუწყობს კერძო ვეტერინართა პორტფელის გაზრდას და რეგიონებში ქვემოდან ზემოთ მიმართული მმართველობის მიდგომის გაუმჯობესებას. საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების (VRA) პლატფორმის ძირითადი ამოცანებია: რეგიონული რესურსების მობილიზება; საერთო ხმის და ერთიანი მკაფიო გზავნილის გამოხატვა, რომელიც გააუმჯობესებს თანამჭრომლობას კერძო და საჯარო სექტორებს შორის; ეროვნულ დონეზე ცხოვეთა ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება და ლობირება; დიალოგის და კოორდინაციის უზრუნველყოფა, რათა ხელი შეუწყოს ერთობლივი ღონისძიებების ხელისუფლებასა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის; ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში ცოდნისა და კომპეტენტური პროფესიონალების მობილიზება.
საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის (AH) დაცვის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების (VRA) პლატფორმის ჩამოყალიბება მხარდაჭერილია აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ცხოველთა ჯანმრთელობის (AH) პროგრამის მიერ, რომელიც 2008 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD of GIPA) მიერ ხორციელდება, პარტნიორ ორგანიზაცია - კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (CSU) თანამშრომლობით. მიმდინარე მოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს 7 რეგიონში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, აჭარა, იმერეთი და ქვემო ქართლი) უკვე შექმნილი ასოციაციების შემდგომ განვითარებას, რომლებიც აერტიანებენ 270 აქტიურ კერძო ვეტერინარს და რომლებიც ჩართული არიან ასოციაციების საქმიანიბაში. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ასოციაციების ძირითადი მიზნის მიღწევას: გააუმჯობესოს ქვეყანაში ვეტერინარული მომსახურების დონე, გააუმჯობესოს ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეაიარაღოს პროფესიონალი ვეტერინარები თანამედროვე ცოდნოთა და გამოცდილებით.
"ჩემთვის დიდი პატივია გავუძღვე VRA-ს პლატფორმას, როგორც პლატფორმის თავმჯდომარე და წარმოვადგინო ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების ინტერესები ეროვნულ დონეზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ წარმატებით მივაღწევთ ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს", - განაცხადა ბნ. გიუნტერმა.