კომუნიკაცია USDA-ის მიერ მხარდაჭერილი ვეტერინართა რეგიონულ ასოციაციებს შორის, წარმატებით შექმნილი პლატფორმა ცხოველთა ჯანმრთელობისათვის საქართველოში და ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა
2018 წლის 24-25 ოქტომბერს, ლოპოტაზე გაიმართა ვეტერინართა რეგიონული ასოციაციებისა და ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების პლატფორმის ცხოველთა ჯანმრთელობისათვის საქართველოში გაერთიანებული შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის და ქვემო ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების 25 კერძო ვეტერინარი. ვეტერინარები გურიიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და თბილისიან ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ შეხვედრაში, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ პლატფორმის თავჯდომარე და კოორდინატორი.
2007 წლიდან აშშ-ს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (USDA) ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ზრუნავს ცხოველთა ჯანმრთელობის შესაძლებლობათა გაძლიერებაზე, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA) ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების მეშვეობით და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (CSU) პარტნიორობით რეგიონულ დონეზე ახორციელებს აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) შესაძლებლობათა გაძლიერების კომპონენტს.
“10 წელია გასული რაც საქართველოში პირველი ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია ჩამოყალიბდა. USDA-ის ცხოველთა ჯნამრთელობის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ეს არის ბოლო გაერთიენებული შეხვედრა. ჩვენ მადლიერნი ვართ პროგრამის მხადრაჭერისათვის და განვაგრძობთ კერძო ვეტერინარული სექტორის გაძლიერებას, რაც ქვეყნის ვეტერინარული სექტორის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს”, - აღნიშნა პლატფორმის კოორდინატორმა ქეთევან რუხაძემ.
პლატფორმა ემყარება კერძო ვეტერინარებს შორის საკომუნიკაციო პრინციპებს საქართველოს 3 რეგიონში (გურია, მცხეთა-მთიანეთი და თბილისი). აღნიშნულ რეგიონებში ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა ვეტერინართა რეგიონული ასოციაციები. პირველ ეტაპზე, პლატფორმა ხელს შეუწყობს მათ შორის კოორდინაციის გაძლიერებას და რეგიონების სრულად დაფარვას. აღნიშნულის მისაღწევად კერძო ვეტერინარების წარმომადგენლებისათვის დასახულია კონრეტული აქტივობები. 2018 წლის სექტემბერში სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრაზე პლატფორმა დასახელდა ჯგუფის წევრად და მისი თავმჯდომარე და კოორდინატორი დაესწრებიან მორიგ შეხდევრას, რომელიც 2019 წლის თებარვალში გაიმართება. “მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს პლატფორმის ეს მიღწევა და ეროვნულ დონეზე მისი აღიარება,” - განაცხადა პლატფორმის თავჯდომარემ ზაქარია გინტურმა.
ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების ყველა თავჯდომარემ და სხვა რეგიონულმა წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 10 წლის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისათვის. კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ქალბატონ დები რეინოლდს გადაეცა მადლობის სიგელი, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საქართველოში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის.
"ცხადია, რომ დღეს კერძო ვეტერინარები ქმედითები და კომპეტენტურები არიან. ბოლო 10 წლის მანძილზე კერძო ვეტერინარული სექტორი წარმატებით ვითარდება. კერძო ვეტერინარები არიან მობილიზებულები, მოტივირებული. ისინი მუშაობენ სახელმწიფო სისტემაში, მათ აღიარებენ ლიდერაბად და მათ ასევე აქვთ კერძო პრაქტიკა. მიღწეული შედეგების მდგრადობის მიზნით, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (CSU) აგრძელებს პლატფორმის მხარდაჭერას”, - აღნიშნა ქალბატონმა დები რეინოლდსმა.
დები რეინოლდსმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც აღწერდა კერძო ვეტერინარების როლს, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამას და შეიცავდა ინფორმაციას დაავადება ჯილეხის შესახებ. აღნიშნული სესიის ფარგლებში განიხილეს გლობალური, ეროვნული და ტექნიკური საკითხები. ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის პროცესში გააჟღერა FAO- ს მიერ დაფინანსებულმა NAITS- ის პროგრამის წარმომადგენელმა.
რეგიონული ასოციაციების საქმიანობა და მათი დამოუკიდებლობის დონე განისაზღვრა არსებული თვითშეფასების მაჩვენებლებით. გარდა ამისა, GIPA- ის გარე მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა გამართა სადისკუსიო სესია ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.