2015 წლის 5-6 მარტს ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში, ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების რიგით მეორე გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში ხორციელდება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD) მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU) ტექნიკური მხარდაჭერით.
გაერთიანებული შეხვედრის მიზანი იყო, ასოციაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და ასოციაციების საქმიანობის და დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭისა და აჭარის ვეტერინართა რეგიონული ასოცაციის წარმომადგენლებმა. ასევე, შეხვედრის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკის შეერთბული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.