წლის 14 ნოემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის რიგით 29-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომლის მიზანიც იყო დაავადება თურქულის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აქტივობების და სამომავლო გეგმების განხილვა თავმჯდომარეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე.
ნოდარ კერესელიძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად და მიღწევად, პროფესია ვეტერინარის რეგულირებად პროფესიათა ნუსხაში შეტანა დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდი წვლილი მიუძღვის სამეთვალყურე ჯგუფს და მის თითოეულ წევრს. ასევე, შეხვედრის თავმჯდომარემ დამსწრეებს მიულოცა ცხოველთა ჯანრთელობის ეროვნული პროგრამის ოფიციალურ დოკუმენტად დამტკიცება.
შეხვედრა სამუშაო გარემოში წარიმართა. ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD/GIPA), გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის პრინციპით საშუალება მიეცათ ემსჯალათ ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.