ქ. თბილისში, 16-18 ივლისის ჩათვლით GRDD/GIPA-ს ოფისში გაიმართა ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების ბიზნეს გეგმები განხილვა. GRDD/GIPA მასპინძლობდა 7 ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარეს. სამდღიანი სამუშაო შეხვედრა განახორციელეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენერებმა და ექსპერტებმა. ბიზნეს გეგმების შემუშავება მიზნად ისახავს ასოციაციების დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავლების გაზრდას და მდგრადობის შენარჩუნებას. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU) ასოცირებული პროფესორი - ქალბატონი დები რეინოლდსი და USDA-ს წარმომადგენლები საქართველოში - ბატონი დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე.