ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების გაერთიანებული შეხვედრა კახეთში

26 ოქტომბერი 2018 რეგიონები: რეგიონები

2018 წლის 24-25 ოქტომბერს კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების გაერთიანებული შეხვედრა და ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების პლატფორმა ცხოველთა ჯანმრთელობისათვის საქართველოში  გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ასოციაციების, პლატფორმასა და ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამას შორის კავშირის დამყარება, მათ შორის ეროვნულ სტრატეგიებისა და ვეტერინარული მედიცინის მომავალი განვითარების მიმართულებით საკითხების განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლის და რაჭის ვეტერინართა რეგიონული ასოცაციის წარმომადგენლებმა. ასევე, შეხვედრის მუშაობაში ჩაერთნენ პლატფორმის წევრები გურიის, მცხეთა-მთიანეთის და თბილისის რეგიონებიდან.

საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამას ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE), ამერიკის შეერთებულიშტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU) ტექნიკური მხარდაჭერით.

ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებებს, ხელს უწყობს უვნებელი სურსათის წარმოებას, აუმჯობესებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მდგრადობას.

    

 

გაზიარება